პოეზია · ლირიკა
სახედარი
დავიბადე თუ არა,შენც იმ დღესვე შემოგაგდესჩემს ეზოში,გარედან კარი მოგიკეტეს დადაგტოვეს სამუდამოდ.რა იყო ჩვენი სიმდიდრე? –ცოტა პური და მტვრიანი ქერი,მე ვიზრდებოდი დაშენ კი თვალებშიწყალი გიღრმავდებოდა.საწყალო, სად აღარ გატარე!აგკიდებდი ხოლმეამდენ პატრონგამონაცვალ ხერხემალზე,თუ რამე მებადა,გავშლიდი სიზმრებიდან გადმოხატულრუკას,დავხუჭავდი თვალებს დადავასობდი საჩვენებელ თითს –აი ამ ქალაქს,ამ ხეივანს გამატარებ სახედარო!_ მღვრიედ გეტყოდი...ან რა ჩვენი ქალაქი ის იყო,ან რა ჩვენი გასავლელი ხეივანი!..სულ თავქვე გატარე ცისთვალებავ,როცა უმიზნოდ დაეხეტები –თავქვე დადიხარ, აბა რა არის!რამდემჯერ უხმოდ ჩაიჩოქე,ჩემთვის არც კი ამოგიხედავს,ასე მხოლოდ დედები იჩოქებენშვილებს რომ არ დაენახონ,ისიც ხანდახან..რამდენჯერ მიწაში წარგე ტუჩები,სიმწრის ნერწყვით დაასველე დაიმანაც,თითქოს ცამდე ამ სისველით გაფუებულმა,წვიმით გიწამლა!ან როგორ თოვდა შენს გარშემოცაცხვის ფოთოლი!ან რა სიმშვიდით მიათრევდიყველაზე მძიმეს სამყაროში –ჩრდილის საპალნეს..მაგ გამობუგულ ფერდებშიცრამდენჯერ მოგხვდა!სახედრის წესია –ურჩობისთვის უნდა დაირტყასმათრახი!სახედრის წესია –ერთი გზით მაინც პატრონის გზას გადაუხვიოს,ერთი ნებით მაინც მის ნებას ასცდეს,მერე გიჟივით გახევდეს მზისქვეშეთში დაპატრონს ისაც კი აფიქრებინოს:წამი გაქვავდა!როცა სახედრის პატრონი გქვია,მათრახიც თან უნდა გქონდეს..როცა წინსიზმრებიდან გადმოწერილი რუკა გაქვსგაშლილი,მათრახსაც ნიავის გემო აქვს.თვალებანთებული მიდიხარქალაქისკენ,გზა მაგნოლიის ხავერდით გსუსხავსდაგული – ამდენჯერ პატრონგამოცვლილიბებერი სახედარიზურგით მაცხოვარს მიატორტმანებს.