↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენდობის სონეტი

კოტეტიშვილი ვახუშტი

2010-08-121 წთ საკითხავი5293 ნახვა

—
მე ამაქვეყნად არაფერი მემათხოვრება,არ მიძებნია ნიაღვრებში იოლი ფონი,წინ დავიხვავე დაპნეული ჩემი ცხოვრებადა ყოველ მარცვალს მისხალ-მისხალ ვზომავ და ვწონი.
ჩამოვიშორე ამ ცხოვრების ზედმეტი ბარგი,და ნუ ჩამითვლით ამ ჩემს ნათქვამს ავყია კვეხნად,მე, შესაძლოა, ბევრს ვერ გავწვდი და ვერ-რა ვარგე,მაგრამ არასდროს არავისთვის მივნია ქვეყნად.
ვერ-რა გავუგე სააქაოს სატანურ ფანდებს,ალალი კაცი ამ ქაოსში ხსნას ვერ მიაგნებს.ვისიც მწამდა და ვისაც ჩემი ხომალდი ვანდე,ის მიძენძავდა თურმე ლაღად გაშლილ იალქნებს.
მე მაინც მზად ვარ, რომ ხატის წინ კელაპტრად ვენთოდა იმათ სულთა შესანდობად გევედრო, ღმერთო.
კოტეტიშვილი ვახუშტი

კოტეტიშვილი ვახუშტი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი