პოეზია · ლირიკა
შვილის აჩრდილი
მე სიგარეტი ამეკრძალა. ჩემიანებიმითვალთვალებენ გამუდმებით, სადმე ქურდულადრომ არ წამძლიოს უცებ სულმა. მაინც ვახერხებდიდი წვალებით. გამოვაღებ უცებ ფანჯარას,თავს გავყოფ, ვურტყამ ორ-სამ ნაფაზს გაფაციცებითდა უცოდველი იერ-სახით კვლავ ვუბრუნდებისაწერ მაგიდას, უფრო სწორად კი ჩემს კომპიუტერსდა კვლავ განვაგრძობ ორმაგ თამაშს, ჩემებს ვაჩვენებთითქოს ვმუშაობ, ნამდვილად კი ვეთამაშებიჩემს მხსნელ კომპიუტერს, ჟინიანად, ავადმყოფურითავდავიწყებით, აბსოლუტურ გაოგნებამდე,რათა როგორმე ავარიდო ავ ფიქრებს თავი,აღარ ვიფიქრო არაფერზე და ვინაიდანარ შემიძლია თავის მოკვლა, როგორმე ასეგავავაგლახო ჩემი წილი წუთისოფელი.არ მოწიოო! თითქოს ჰქონდეს რაიმე აზრისაღ-სალამათი კაცის სიკვდილს სულთ საუფლოში!მეუღლემ მითხრა: « _ იცი, წუხელ ტატო მესიზმრა,შეწუხებულმა შემომჩივლა, მამას უთხარი,ფანჯრიდან ცხვირში ნუ მაბოლებს, ნუ მაწუხებსო.»მე გამეხარდა. საოცარი შვება ვიგრძენი.მაშასადამე, შენი სული, აქ არის, შვილო,გარს უვლის ჩვენს სახლს ყოველ ღამე, შიგ იჭვრიტებადა მე როდესაც ვაღებ სარკმელს ჩემი ქურდულინაფაზისათვის, თურმე მაშინ მე შენ გეხებიქცეულს ნიავად, ღამის სუნთქვად, ხეთა შრიალად.
ეს რომ გავიგე, მოვუხშირე სარკმელში წევასდა შიგ ცხვირ-პირში გაფუილებ მხჩოლავ სიგარეტს.რა მოხდა, შვილო, უბედური მამის გულისთვისუნდა გაუძლო, მას ხომ სხვა გზა არ დარჩენიაშენთან შეხვედრის და მდუმარე მასლაათისა.ახლაც სარკმელი გამოვაღე, გამოვყავ თავი,შენ შემეხე და დამიარე ტანში ჟრუანტლად.
პრინცმა ჰამლეტმა არ იცოდა, რომ უარესიტანჯვაა, როცა მამა ელის აჩრდილს შვილისას!6 დეკემბერი, 1997.