პოეზია · ლირიკა
საახალწლო ამბავი
კარგად ვიყო.ან:კარგი ვიყო.
ორიდან ერთი სურვილისჩაფიქრება შეიძლებამხოლოდ და მხოლოდდაბადების ახალწლის ღამესდაბადებამდელ ქვეყანაში.
და ყველაფერი ისევე ხდებადაბადებამდელ ქვეყანაშიდაბადების ახალწლის ღამეს,როგორც ყველგან ხდება ხოლმეახალწლის ღამეს:
ზოგი ქილიკობსჩაფიქრების ჩვეულებაზეზოგი ჯიუტად ჩაიფიქრებსორივე სურვილს -იქნებ იცის, რომ ვერ მოასწრებს,ამოირჩიოს.
ზოგი - რომელმაც არ იცის, რომვერ მოასწრებს,ამოირჩიოს -ვერ ასწრებს, რომ ამოირჩიოს.
ზოგი კი ზუსტად ისე იზამს,როგორც წესია -ერთადერთ სურვილს ჩაიფიქრებსორადორიდან:
კარგი ვიყოანკარგად ვიყო
და ამის მერეცყველაფერი ისევე ხდება,როგორც, საერთოდ, ხდება ხოლმეახალწლის მერე;
და ამ სურვილის მომავალიცისეთივეა,როგორიცყველა ახალწლის ღამესჩაფიქრებულიყველასურვილის:
დაბადებულობის წელიწადშიისან ახდებაან არა.