↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საბაჟო ცხოვრებისა ანუ დაბადება რამდენიმე წლის ასაკში

ბიბილაშვილი ზაზა

2024-03-134 წთ საკითხავი6213 ნახვა

—
(მტრედების მონათხრობი, ძირითადად)
ზედ საბაჟოს წინ ამოყლარწულცხოვრების ხეზეზის სამი მტრედიდა იმათზე ლაპარაკობს,ვინც ნული წლისა არ დაიბადა,ან დაიბადა,მაგრამ მერე გადაიფიქრა,მაგრამ მერე გადმოიფიქრა,მერე კი - უკვე ჩვეულებრისამებრ.
- ჯერ ერთი, რომ სულ მთლიანადვეღარაფრით შემოეტევა, -ამბობს ხოლმე პირველი მტრედი, -აწონიან და დაწონიან და,გამოატანენ -არც მეტს, არც ნაკლებს -სტანდარტულ შეკვრას -ჩვილისოდენას.დანარჩენი - საკონტრაბანდე -იქით დარჩება -ოხრად და ტივლად -კი არასოდეს ჩამოართმევენ,მაგრამ ვერც როდის გადმოიტანსაქეთ, თავისთან.(ეს საბაჟო ხომ სხვებს არ ჰგავს!..სხვაგან სად სხედან,მაგალითად,ხეზე მტრედები,თან ისეთები,ყოველი არანულწლოვანი დაბადებისასზუსტად ერთსა და იმავეს რომლაპარაკობენ?!)
- ასე მოუვა ერთი ხელი,ერთი ფეხიან ერთი თავი,-იტყვის მეორე, -ჰო, ერთი თავი-წამოიღოს, ჭამოაგოროს...გადმოაგოროსსაკონტროლო-გამშვები პუნქტიდა, თავისთავად,გორვა-გორვითვე გამოუყვესპუნქტს აქეთა სანაგვე ქუჩებს...სხვებმა კი -ნული წლის ასაკში გაჩენილებმა -ბასრი თითები დაუმიზნონდა ყვირილის ჯერი მიუშვან:„აგერ, თავი, ქუჩაში მგორავი,რომელიც, ვინ იცის,რითია გაბერილი -სიტყვით ართქმულით,მელოდიით მოუსმინარით,თვალის სეირით, დღემდე კიდევ უნახავითა,ლორთქო ფორმულითდედამიწის განადგურებისთუ თვით ზიდანის დამჩრდილავიფინტების სქემით;მაგრამ ამაზეარ ვიფიქრებთ დაფიქრებასაც,მით უფრო იმას -განვიხილოთ ვარიანტები.რა ძალა გვადგას -აკი, ქუჩაში მგორავი თავიმარტო ქუჩაში მგორავ თავადგამოდგება დაბურთადაც ვერა,თუ არ მძვინვარებსმაინცდამაინცეთნოკონფლიქტი!“
- ასე თუ ისე, -ლაპარაკში ჩაერთვებამესამე მტრედი, -იშვება და,როგორც წლისამნიშვნელოვნად მეტისა ნულზე,მშობიარობის ტკივილებსაც(მშობლის წილს, რაღა თქმა უნდა)ზედმიწევნით დაიმახსოვრებს.ემახსოვრება ათ წელიწადს,ოც წელიწადს,ორმოც წელიწადს...რომელთა გასვლა,არ ეგონოს, იმას ნიშნავდეს,რომ ასაკს მისას,(ისედაცო) არანულწლოვანს,ათი, ოცი და ორმოცი წელიშეემატება.ჰე-ჰეე (ჰმ, ამას მტრედი ამბობს?!)ათი წლის შემდეგათი წლისაც არ იყოს იქნებ,ოცი წლის შემდეგოცი წლისაც არ იყოს იქნებ,ორმოცის შემდეგ და ასე შემდეგ.რატომ და - სხვები(მაგალითად) კვირობით რომგაიზრდებიან,ეგ - თვეობით თუ,იქნებ სულაც - თვენახევრობით,ანდა ვინ იცისან კიდევ უფრო...(ოჰ, რა ვქნა,მე კი არაფერი მომიგონებია!..თავად, ნული წლის როცა იყო,რასა ფიქრობდა?!) -დასძენს ნათქვამს მესამე მტრედი.
კიდევ იტყვიანრაღაც-რაღაც ასეთ-ასეთებს.შენც გაიგებდი,რომ იცოდე მტრედების ენა.არ იცი - გული ნუ დაგწყდება -მოგვიანებითმაინც ამასვე განაცხადებსსამი ფერია -კოლუმბინა,კოლუმბარა,კოლუმბუმ -თუ სხვა სამი ნებისმიერი(ან სამი რაღას ავიჩემე?!),რომელიც კიშენს პირობით აკვანთან მოვადა მაგ თვალებზე,ჩიტზე, თუ მარგალიტზეჩატარებული ექსპერტიზითდაადასტურებს,რომ არანული წლის ასაკში...ხოლო თუ მათიც ისე გესმის,როგორც მტრედების,არც ეგ იდარდო -სულ ერთია, როცა იქნება,ყავის ნალექის ქარაგმებისსამლარიანი სპეციალისტიცსიტყვა-სიტყვით გაიმეორებსნათქვამს ფრინველთა და ფერიათა;თუ, რა თქმა უნდა,პატიოსანი მკითხავიადა არა მხოლოდ თამამი მეტრფეყავისა და, კიდევ უფრო, სამი ლარისა.
ეჰ, მართალი ხარ -სად მინახავს სამლარიანიპატიოსნება,მაგრამ ერთი ისიც მითხარი-პატიოსნების არსებობისალბათობასთანპირდაპირპროპორციულობისმაგრმ საეჭვოკავშირშილარის სიმრავლე თუ შეგიმჩნევია?
თუმცა ეგთემა უნდა იყოსუკვე სხვა ლექსის,რომელიც იქნებ დაწერო კიდეც,თუ არ დაგეზარა,თუ არ დაგავიწყდადა სათანადო რამეებიც თუ მოგივიდამომდევნო ასაკში დაბადებისას.
ბიბილაშვილი ზაზა

ბიბილაშვილი ზაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი