↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სულის ლეგენდა

კარმელი შალვა

2020-06-121 წთ საკითხავი4459 ნახვა

—

I

მზე მოდიოდა...სხივს მოჰქონდა შვება დილისა,განცდა ღვთაების, სულის რწმენა სიყმაწვილისა.შვენოდა ყვავილს მკერდის რხევა მიცვარულისადა გულს უმანკოს ზეიმობა სიყვარულისა!

II

მზე ჩადიოდა...თან მიჰქონდა დღე წუთ ლეული!და სიხარულის საოცნებო კოშკი მსხვრეული!იდუმალთ მდელოს ეხვეოდა მწუხრი სნეული,ღამის ლანდებში ინთქმებოდა სვე კურთხეული.
##III
მთვარე მნათობდა...საოცნებოდ იწვევდა მწარ სულს...და აგონებდა განვლილ დღეთა ორჭოფულ წარსულს.სამზისიეროს ცის მნათობნი თინათინებდნენდა ჩანგის სიმნი ქვითინებდნენ და ქვითინებდნენ!

კარმელი შალვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი