პოეზია · ლირიკა
სოსიკოს ვახშამზე
დღეს, მეგობრებო , თქვენთან ლხინი მე თუმც არ მელის ,რადგან სარეცელს გავშოტილვარ ქარვით მგზნებარი ,მაგრამ მიიღეთ დღეგრძელობა სნეულ კარმელისდა გიჟ ღვინოში ნეტარება გაუგებარი.მე აქ ვითვრები მრავალნაირ მწარე წამლებით,თქვენ კი აგანთებთ დავიწყებით ღვინო მჩქეფარი,როს ცელქ ფერხულში სიყვარულით მოიწამლებით,მომიხსენიეთ შემოდგომის მზე უმეფარი.