პოეზია · ლირიკა
სამკითხველო
ზოგჯერ როგორ არ მომინდება,ძველებურად გელაპარაკო.
განა იმიტომ -ვეღარ ეტევა კანში სათქმელი -აუცილებლად სათქმელი ანდღემდე უთქმელი.სულაც ლუღლუღი (გაგონილი)ან თვალთმაქცობა (დანახული)ნერწყვს გამომადენს.და კიდევ იმის მოგონება,ერთხელ და დღემდე უგემურად ჩაძინებული,რომ მაგ ენაზეენა ყველაზე იშვიათად მომიმტვრევია.როცა მეტყოდნენ:გაიცანი, - ეს ცხოვრებაა.და გპასუხობდი:ძალიან უსიამოვნოა.რადგან მტკიოდა ისე ალალადდა თან ისე გასაკვირველად,რომ არ შემეძლო,შენთვის მაინც არ მომეყოლა.რა - ძებნა შენი დამჭირდებოდა.რა - ვიკითხავდი:ბევრი იყავ თუ - ხამუშ-ხამუში,ყველგან სახლობდი თუ - ალაგ-ალაგ.სულ აქ არ მყავდი?(როგორც მორწმუნეს - გულში ღმერთი)შენც არ ვიყავი?(და ვანთებდი ლექსს, როგორც სანთელს)არ დამყურებდი ყველა ფურცელზეჩემი თვალებით?(ემანდ - სიწრფელეს არ ეთვალთმაქცა)როცა...ახლა? თუ სადმე შემომხვდები,ენერგიული ჟესტებითა დაფონეტიკური მახვილებითკი მიბეჯითებ -როგორ არა ვარ, მართლა მე ვარო!არ მჯერა შენი -ჩემს სარკეში არავის ჰგავხარ -სად არის შენი ანარეკლი, შენზე ნამდვილი?!არ მომწონხარ, ბოლოს და ბოლოს!გამეცა, ერთი,შენ რა სანთელი უნდა აგინთო!