↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შთამომავლთა სონეტი

კოტეტიშვილი ვახუშტი

2010-08-121 წთ საკითხავი5278 ნახვა

—
ვიცი, რომ დამრჩა ამაქვეყნად დღე ორიოდე,რატომღა ვცდილობ, გავხდე სიტყვის უფრო სრულმქმნელი,ან რატომ მინდა, გულანთებულ ლექსად ვღვიოდედა ღმერთს რად ვვედრი, არაფერი დამრჩეს უთქმელი?
რა მაიძულებს, ხანდაზმული სიმშვიდის ნაცვლადდაუდეგარი მღელვარებით შევხვდე ალიონსდა წუთისოფლის საკართანო ფიალის დაცლაიქნებ როგორმე გადავდო და დავიხვალიო.
არა იმიტომ, რომ სახელი მინდა რაიმე,არა იმიტომ, რომ ვინმესთან წავიტრაბახო,არა იმიტომ, რომ შევჩივლო ვინმეს: "ვაი მე!"და არც იმიტომ, რომ წიგნები ავითაბახო.
შთამომავალო, მე ხომ შენთვის ვათენ-ვაღამე,დაგელოდები ჩემს წიგნებში, მოდი, ხმა გამე!
კოტეტიშვილი ვახუშტი

კოტეტიშვილი ვახუშტი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი