↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წარწერა წიგნზე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95279 ნახვა

—
როცა უმიზნოდ, უშინაარსოდრბიან წუთები ბედნიერ დღეთა,გულს მწუხარება გარემოიცავსდა სულს უსაზღვრო სასოწარკვეთა.
მწუხარე ლექსებს მე ვმღერი მაშინ,მსურს გავაცოცხლო იმედთა მდელო,და მოგონებათ წმინდა აჩრდილისიცოცხლის ჰანგით ავამეტყველო.
მიიღე წიგნი... წიგნი მწუხარე,წიგნი სპეტაკი ოცნების ჩემის,მიიღე ნიშნად სიყვარულისადა უდიდესი პატივისცემის.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი