↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წარწერა წიგნზე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95270 ნახვა

—
ზნეობის სიტყვა ყრმას თუ შეჰფერის:გამოცდილი და შეუდრეკელი,სხვაგვარად ისმენს ოხვრა ბებერის,როგორც ნამდვილად ამბობს ჰეგელი.
მეორე სიტყვა არით არეობსდა შეგნებამდე მიჰყავს მთელივე,რომ ყოველივე მიმდინარეობსდა იმავე დროს დგას ყოველივე.
წმინდა ნათელში, ამბობს ჰეგელი,წმინდა სინათლის დიად ბადეშიისე ცოტაა გასაგებელი,როგორც რომ წმინდა სიწყვდიადეში.
შედგება ფიქრი თეთრ აკლდამაზეგაუნელებელ ცეცხლის, ნაცარის,სიტყვა? სხვა არის ფიქრი ამაზე...ლოგოსი... აზრი - მისი, რაც არის.
1925
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი