↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წარწერა წიგნზე „მანონ ლესკო“

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95270 ნახვა

—
მარად ისმის: მარადისისიყვარული ძნელია.ვის ისარი მოხვდა მისი,მუდამ ცრემლის მღვრელია.
ვარდთა კონის, ბნედა გონის,ტავერნების ნდომანი...დე გრიესა და მანონისსევდიანი რომანი.
დღენი ევრის და პარიზის,უდაბნოთა ჩვენება,მწუხარება კიპარისის,ყვავილთ შემოშენება.
ველად გაჭრას, ხელად რონინსცვლიან შემოდგომანი...დე გრიესა და მანონისსევდიანი რომანი.
ყველაფერი იგი გაჰქრა,ვით სიზმარი გვიანი,დრომ ახალი ძალით დაჰკრა:სხვაა ადამიანი.
რუსოს ხანა, ოხვრა რონის,ტრიანონის ცდომანი...დე გრიესა და მანონისსევდიანი რომანი.
მაგრამ წიგნი მაინც დარჩავაჟისა და ასულის,როგორც სარკე, როგორც ფარჩადროის ფერგადასულის,
და იწონის წიგნთა დონეს,წიგნთა მრავალთ კვდომანი...დე გრიესა და მანონისსევდიანი რომანი.
1939
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი