↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცხელი ივლისი

ანანიძე შოთა

2026-07-181 წთ საკითხავი1269 ნახვა

—
მზემ გაახილა ცხრანივე თვალი,აუტყდა სიმინდს უწყვეტი ბნედა,ბარბაცებს ჭალა ვით კაცი მთვრალი,ძეწნის ტანივით ძირს იდრიკება.
თხმელის ფოთლებზე მწვანე კალიებსდღეს გაუმართავთ სოლო კონცერტი,ფრთა გაუშლიათ მზეზე ვარიებს,დამსგავსებიან ჭირით მოთენთილს.
სკის ოჯახების საფრენთან დგანანფრთებმოფარფატე ფუტკართა რიგი,გრილ ჰაერს სკაში უშვებენ მანამ,სანამ საფუტკრეს არ ჰფარავს ბინდი.
ერთმანეთს ებრძვის სხივი და ქვიშა,წყაროს გაუშრა ძარღვებში სისხლი,ნეტავი დღეს მზე რამ გააგიჟა,მისი მუქარის ხმა ყველგან ისმის.

ანანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი