პოეზია · ლირიკა
საჩეჩელი
ზვიგენივით კბილებს ხმარობს,სისხლს არ ითხოვს მისი ეშვი,ქალის მუხლებს შორის ხარობს,მატყლის ფანტელს იხვევს ხელში.
ნეტავ რამდენ ქალის მაჯასახსოვს მისი სითბო ხელის.იმათ შრომას, ლტოლვას, გარჯასამშვენებდა საჩეჩელი.
სად არ იყო იგი სტუმრადმზიან დღეში , თუ ავდარში,ყველასათვის სითბო სურდა,ჩეჩავდა მატყლს ცივ ზამთარში.
მოქსოვნილი მატყლის ძაფითნენეს წინდა ვის არ ეცვა,და ელოდნენ მოსვლას ზამთრის,შესცქეროდნენ ნატვრით ზეცას.
მახსოვს ნენემ თეთრი სვიტრიმატყლის ძაფით მომიქსოვა,მეორე დღეს ადრე დილითგავიხედე კარში თოვდა.
იცით როგორ გამიხარდამქონდა მატყლის წინდა,სვიტრი,ხალისისგან ცაში მართლადავფრინავდი როგორც ჩიტი.
საჩეჩელო , სად ხარ ახლა,ტანზე ჟანგი მოგეკიდა,შენს კბილებზე დაჩეჩილი,ნენეს დართულ-მოქსოვნილიმოგვენატრა მატყლის წინდა.