პოეზია · ლირიკა
ეზო
ეზოს ამშვენებს თალარი ყურძნის,თალარს-ჩხავერი ბნელი ვით ღამე,გადმოწოლილა კაჭიჭი მუცლითდა აბრიალებს ნახშირის თვალებს.-რით ნაკლები ვარ ჩხავერზე , კარგნო,ჰკითხეთ ჩვენს პატრონს ბოლოს და ბოლოს,მე ამ ეზოში ოდითგან ვხარობ,ოდითგან ჩხავერს აქებენ მხოლოდ.ამ ხმის გამგონე თვით ოჯალეშიმის ირონიულ ღიმილს ვერ ჰფარავს,ალადასტური ჩადგა იმ დღეშისიცილისაგან ლამის შლის თალარს.ცოლოკაურმა ხმა აიმაღლა:-კმარა კამათი , დავა და ფიცი,ვინ რით ამშვენებს ოჯახის ტაბლასყველაზე კარგად პატრონმა იცის