პოეზია · ლირიკა
აივანი
დაიბადა დიდი ჯაფით,ბინას როგორ ამშვებნებდა,მალე გაწყდა მისი ჯაჭვი,ცა ნათელი დაუბნელდა.
ბრძანეს დღესვე დაშალეთო,აივანს თვალთ წასკდა ცრემლი,გულში სევდის ცეცხლი ენთო,ვერ ამბობდა სათქმელს ენით.
მის კოლეგებს დინჯად მდგარებსეს ქმედება გაუკვირდათ.ეზობელი აივანისდაშლის ნახვა გაუჭირდათ.
აივნის ქვებს სცემდნენ უროს,უხაროდა ეს კი მავანს,ცეცხლის ალში იდგა ხურო,თითქოს მკერდზე სცემდნენ დანას.
აივანი მხარმოჭრილიშორდებოდა დედა ოდას,მეცოდება ის ცოდვილი,ვინც დაიდო მისი ცოდვა.