↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დილა სოფელში

ანანიძე შოთა

2026-07-181 წთ საკითხავი1267 ნახვა

—
იღვიძებს დილა მამლების ხმაზე,ცივ თვალებს იბანს აისი ცვარზე,ღრუბლების ფარდა ჰკიდია ცაზე,წვიმის მაესტრო ადის სცენაზე.
ბუხრები სოფლად სუნთქავენ ლაღად,რძისფრად ღებავენ შუბლმაღალ ზეცას,მერცხლები რუდან ზიდავენ ტალახსთბილი ოდების გამოსაძერწად.
მსხლის კენწეროში ლურჯგულა სკვინჩამზის მოლოდინში გალობოთ სკდება,ხარი ბოსელში იმცოხნის დინჯად,უღელს ეზოში თლის გუთნის დედა.
ტყის სანიტრის ხმა ისმის შორიდან,ხმელ ტოტს უკეთებს ,,ამპუტაციას”,და გეგონება პოლიგონიდან,უწყვეტი ჯერი ავტომატისა.
ხბო საწყლად ბღავის , ბოსელში ბორგავს,მგონი საძირეს აწყვეტას ლამობს,ხედავს ჯიქანი უსკდება ძროხას,თვითონ სულს ღაფავს შიმშილის გამო.-ნეტავი სად ხარ, ჩემო პატრონ,ვერ გაიღვიძე, ამდენ ხანს გძინავს?ქვეყანაც ვერ ძლებს დღეს უპატრონოდ,რაც იკარგება, ვაბრალოთ ნიავს

ანანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი