↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საქართველო

ღლონტი ვახტანგ

2026-07-181 წთ საკითხავი6068 ნახვა

—
ყალბი პოეზიის ეთიკასთანახლა უკანასკნელ რაუნდს ველი,აღმაშენებელი ერთი გვყავდა,დამანგრეველი კი _ დაუთვლელი.ძმებთან ძმობაზე უარი ვთქვით,მტრებთან სუფრაზე წავუთვერით,თვითონ ვფლანგეთ და ვაპარტახეთ,რაც სხვებს გადარჩათ წაურთმევი.გარეთ ძმამტერი გვეღრინება,სახლში _ ცოლ-შვილი ჩაუცმელი,კაცი სანდო და ღირსეულიარ დაგვრჩა ძელზე გაუსმელი.ბაგეზე _ ღიმი უღიმღამო,გულში კი _ ბოღმა გაუთქმელი,მოსხეპილ თავზე წამოვისხითყველა ხეპრე და გაუთლელი.ხელში ჩაგვადნა სახელმწიფო,ერთ დროს ერთი და დაუშლელი,თითი, ჩახმახზე ასხლეტილი,თოფი, სიფრთხილით დაუცლელი.კმარა, შავდილა გვითენია,კმარა, ურჯულოს დავუძვერით,კმარა, რაც დღემდე გვითმენიადასათმენიც და დაუთმენიც.დასაცველია დაუცველი,დასახსნელია დაუხსნელი,დასადგმელია ცხრა უღელიარა მამული საძარცველად,მამულისათვის სამხარჯველოდ...კურთხეულ იქნეს კუთხე-კარითუტახტო, მაგრამ უტეხარი,ღმერთს ეთქვას: `უკვე უკეთ არისაქართველო!”
ღლონტი ვახტანგ

ღლონტი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი