↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სამშობლო

ღლონტი ვახტანგ

2026-07-181 წთ საკითხავი2894 ნახვა

—
სამშობლო მიწის ნაჭერია,სხვა არაფერი.სამშობლო მიწის ნაჭერია,რომელზეც ვდგევარ.აქეთ ყინულის უდაბნოა,იქ - ქარაფები,...............შუაში მე ვარ!სამშობლო მიწის ნაჭერია,არაფერი სხვა.მიწა იმ ტერფის ოდენია,რომელზეც ვდგევარ.ბიჯს ვერ მომიცვლის ვერც მტრის ხმალი,ვერც ღვთის ............................................................................შერისხვა,................უტეხი კლდე ვარ!სამშობლო მიწის ნაჭერია,განა სხვა რამე.სამშობლო მამის საფლავია,რომელზეც ვდგევარ.თვალს არ მოვხუჭავ,ვიდრე ირგვლივ ფხიზლობს წკვარამი,მამის სისხლი და მამის ლუკმა იყოს არამი,...............უქმად თუ ვდგევარ!სამშობლო მიწის ნაჭერია,სხვა არცრაიცა.მოვკვდები,მიწად გარდვიქცევი,რომელზეც ვდგევარ.მშობლის საფლავს კი ახლა ჩემი შვილი დაიცავს,სამშობლო მიწის ნაჭერია,- სხვა არცრაიცა.................სამშობლო მე ვარ!
1983 წელი.
ღლონტი ვახტანგ

ღლონტი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი