პოეზია · ლირიკა
* * * გული ეჭვით მზირალია
გული ეჭვით მზირალია:ბარიერთან ვინ დგება...როცა ყველა მტირალია,მეც ტირილი მინდება!მოელვარე მზე ჩაქრება,ვრჩები ჯვარზე გაკრული...მამული რომ მეჩაგრება,ვარ თავადაც ჩაგრული!მეკითხები: დამღალა ვინ,ვინ ოხერმა გამწირა...აღარ შემრჩა აღარავინ,აღბალია ქარ-წვიმა!აღმა-დაღმა ბორიალი,თვალში ცრემლთა თქორია...ყველაფერი შორი არი,გზაც ტაძრამდე-შორია!