↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ცაზე კრუხივით ჩამოჯდა მზე და..."

ნარმანია ზურაბ

2026-07-181 წთ საკითხავი1044 ნახვა

—
ცაზე კრუხივით ჩამოჯდა მზე და
თბებოდა კვერცხი ჩაძირულ ნავში;
და ჭიშკარივით გაიღო დედა
და შინ ტირილით დაბრუნდა ბავშვი:
_ ვისია კოვზი ვარსკვლავით სავსე?
ზეცის სიფითრე ვის სახეს შვენის?
ამ უდაბნოში ვის დავემსგავსე?
მითხარით ვინმემ სახელი ჩემი.
_ ის, ვინც გისროლა, ალბათ, ცის არი,
მიაყურადე სივრცეთა სიცილს _
ისე მიფრინავ, როგორც ისარი,
მაგრამ სამიზნე არავინ იცის.

ნარმანია ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი