↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "არ იყავ, მოხველ, დაგიხვდი მთვარე"

ნარმანია ზურაბ

2026-07-181 წთ საკითხავი1048 ნახვა

—
არ იყავ, მოხველ, დაგიხვდი მთვარედა ვარსკვლავებით მორთული გველი,ცის კარუსელი დაგრჩება გარეთ,რადგან მომავლის სიჩუმე გელის._ შენ თავისთავად ხარ მოწყალებადა ეჭვობ რამედ ღირდე სრულიად,არ იყავ, მოხველ და, როგორც წესი,სინათლე შენთვის დანისლულია.შენ ხარ ქალაქში დამწყვდეული მთელი ქალაქიდა სულის ახალ ქუჩას დაეძებ,და წარსულიდან მისთვის მოდიხარ,რომ აღზევდე და ისევ დაეცე.... ხელუხლებელი დაგვიხვდა მთვარედა ვარსკვლავებით მორთული გველი,იმედის მოდელს დავტოვებთ გარეთ,გვჯერა მომავლის და სიკვდილს ველით.ხელებს დაგვიწვავს მზის მოაჯირიდა ნუ გავამხელთ გლოვას ნურავინ,დასასრულს მაინც ვეღარ მოარჩენსჩვენი სიმღერა და სამდურავი.

ნარმანია ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი