პოეზია · ლირიკა
ფრაგმენტი ზამთრიდან
ფიფქებს ეტლებით დააქვთ სიჩუმე,სიჩუმე – სულის შემაშფოთები,ახლა ღრუბლებში შემოდგომაადა ცვივა ციდან თეთრი ფოთლები.ამოდის მთვარე – ღამის ალამი,თოვლის თოლიებს იხდის საღამო,აქვე სალამი, აქვე მშვიდობით,არაფერია დაუსაბამო.