პოეზია · ლირიკა
*** "გვალვა არ არის..."
გვალვა არ არის მოსავლისათვის ისე საშიში,როგორც სულისთვის ცრემლგამშრალი კაცის ჟინია,საკუთარ თავზე წარმოდგენის ბოლავს ჰაშიშიდა მთვრალს მოყვასის შეწუხების არ ეშინია.არ ეშინია, რომ სინდისის დიდი თვალებითზურგს უკან ფიქრის ყველა ჩრდილი დანახულია,ივსება მისი მახსოვრობა სხვისი ვალებითდა ეკარგება სულს სიკეთის ნიჭი სრულიად.ჩვენ კი ამ ნიჭში, ვით სარკეში, ციდან გვხედავენ,ციდან, რომლისაც მხედველობა უჩინარია...ბავშვებს, უმამოდ დარჩენილებს, გაგვიბედავენწაგვართვან შენი შუქის სითბო, მზეო-მარიამ.