პოეზია · ლირიკა
ქალები
ღამეს ჩავიგუბებ პეშვებში წყალივითდა შიგ მონატრებას თევზივით გავუშვებ...უარვყოფ ბუნებრივს და კახპა ქალივითთვალებს შეგაფეთებ, უზომოდ დატუშულს.ტკივილის გამხელა რაც გახდა სასირცხვო,ბედს ვეღარ ვუსწორებ ურიცხვ თამასუქებს...მსუყეა ფიქრები... მოდელი ქალივითმე თითო ულუფაც უწყალოდ მასუქებს.ვერ შევგუებივარ ჩემს მერყევ ხასიათს,როგორც სალათაში რეჰანის არომატს,მაგიდას გავშლი და... ოჯახის ქალივითშენს წინ სულ ცხელ-ცხელილექსები გამომაქვს.