↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უმისამართო სონეტი

საჯაია გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი17534 ნახვა

—
ერთხელ, როცა წასული, ჩემგან, ქმართან დაწვები,ჰკითხე მთვარის ბაღებზე გადმოვლებულ იბისებს,წითლად როგორ ენთება ფერმიმკრთალი ღაწვებიევას, როცა ადამი მის სიწმინდეს იფიცებს.
თუმცა, ვიცი ვერასდროს - ასე იყო მარადის -ფერით უხერხულობის შენ ვერ შეიმოსები,შენს ნერვს ვერ აათრთოლებს მწარე გესლი ღალატის,ქმარზე მეტად გხიბლავენ როცა ჩემი გლოსები.
და დადიხარ ცით-ცამდე გადადებულ ხიდეზე,როგორც წმინდა სელენე - ღამეთა დედოფალი!ოცნებობ შარლ ბოდლერზე და მოპასან გი დეზე...
და რადგანაც ჰესპერი მხოლოდ ისე ციალებს,ვით შენს მკერდზე ბნეული მარტოხელა ოპალი,შეგნებულად არ ვაწერ სონეტს ინიციალებს...
საჯაია გიორგი

საჯაია გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი