პოეზია · ლირიკა
ტრიოლეტი
მთვარე სფინქსია, ღამე - ენიგმა,ზეცა - უძირო და ლურჯი სივრცე(ბოლოს მას უნდა მეც სული მივცე).მთვარე სფინქსია, ღამე - ენიგმა.ფიქრმა ნისლებით სული შენიღბადა მთელ ამ ქაოსს დრო იხვევს თითზე...მთვარე სფინქსია, ღამე - ენიგმა,ზეცა - უძირო და ლურჯი სივრცე.