პოეზია · ლირიკა
სიყვარულის კამიკაძე
ბედთან ამბოხების მქვია ექსტრემისტი -რა ვქნა, თავის დახრას არ ვარ მიჩვეული.არრა მაბადია გარდა ლექსების დაგარდა სიამაყის - რაღაც უჩვეულო.
ხელში გადავითვლი ხურდებს კარამბოლით -ერთ ღერ კესანესაც ამით ვერ მივწვდები...შენი ფანჯრებიდან ისმის "ამაპოლა",გვერდი ავუარო - გულიც გამისკდება!
მინდა შემოგძახო, მაგრამ რანაირიგანცდა მეუფლება: მტრული გაციებით,ისე გამიცივდი... ადრე სხვანაირადიყო - გიხაროდი მეტად, გაცილებით.
და მეც გილოცავდი, შენთვის მოგონილებს,დღეებს - სასწაულებს, ისე უცნაურად...ახლა შენს სარკმელთან ვდგავარ უქონელი,როგორც შემოდგომის ბოლო აზნაური.
აღარც სიგელი მაქვს, აღარც ჰერალდიკა -წყალსაც წაუღია! ახლა მთავარია,კეთილ მეყვავილეს ერთობ ეგზოტიკურ,ლექსში გავუცვალო ივან და მარია.
ღია ფანჯარაში გესვრი ყოჩივარდებს,მინდვრის ყვავილებით დაგხვრეტ... გამექეცი!ბედთან უიმედო ჯანყის ყოჩი ვარ დაშენი სიყვარულის მქვია კამიკაძე.