პოეზია · ლირიკა
სერიული თვითმკვლელი
რა შორს მიდიხარ?! შემოდგომის ამ პირველ ფოთოლსუამბე... ამ სკვერს, ამ შადრევანს, ამ – მოკლედ, რა შორსმიდიხარ?! ღეჭავ სიგარეტის ფილტრს, ანუ ფითილს,ანუ კბილებში, კვამლთან ერთად, ყოველგვარ კავშირს
ცრი, მასთან, რასაც ცოტა ხნის წინ კავშირი ერქვაშენს და ღმერთს შორის და ყველაზე მარტივ გზას ირჩევ,როცა მიდიხარ... და გველივით ტყავს, ანუ მერქანსიძრობ და ხელში ცარიელი ბოთლით და სირჩით,
მიდიხარ, როცა პოეტი ხარ, ანუ თუ იცი,რომ ყველა წასვლა ნაცადია და ის-ღა გაკლდა,რომ სერიული თვითმკვლელივით მორიგ სუიციდსუძღვნი ამ ფოთოლს, ამ შადრევანს, ამ სკვერს, ამ... მოკლედ,
უტევებ ცოდვებს პილატეს და ბანგას მარიაჟს,უწვეულებოდ, უნადიმოდ და უტრაპეზოდ,ირგებ სხეულზე, ტოგასავით, ღამეს, ბარეჟისდა ვენებს იხსნი, მარმარილოს ცივ კანაპეზე.