პოეზია · ლირიკა
სასაცილო ხარ
სასაცილო ხარ... ლაპარაკობ გაუთავებლად,ყველ-არა-ფერზე, გაფუჭებულ რადიოსავით,არაფერს ტოვებ უთქმელად და გაუტარებლად.ვილაპარაკოთ - კეთილი და პატიოსანი.
რაზეც გენებოს, დაწყებული სტრატოსფეროდან,დამთავრებული ნაწილაკით ელემენტარულ,(ბედი შენი, რომ მე დუმილის დიდოსტატი ვარდა ვიფარგლები მხოლოდ ენით არავერბალურ...)
ვილაპარაკოთ, მაგრამ კრინტი არ დაძრა ღმერთზე! -წინაშე შენი სათნოების, ერეტიკული,მე ანგელოსი ვიქნებოდი, რომ არა ერთიპატარა ნაკლი - პოეტი ვარ, გენეტიკურად.