პოეზია · ლირიკა
ხირჩლუა
...მუცოს მხრიდან მასულან მტრები...ბევრან ყოფილანდა ღვარცოფადჩამოჰყოლიან არღუნის ჭალას...შავიწროებულ შატილივნებსძლივ შაუსწვრავ თავის კოშკებში.ხირჩლუა კიწვრილ ცოლ-შვილითქაჩუს მაღალზე შახფარებივ ციხესიმაგრესდა გმირობაიც დიდი უქნავ:ბევრ მამხდურისადსამზეოს მზე დაუბნელებავ, —ბევრ მამა-პაპათად შაუწირავ,ზოგიც თავისად ჩაუთქვამის, —საიქიოში წყალთ მამტანად,ჯღანთ ამამსხმელად დამჭირდებითავ...ერთ კვირას დუშმან უხოცავის მარტუა ხირჩლას,ერთ კვირას ციხის კედლის ძირშისისხლის ტბა მდგარას,ერთ კვირას მის ხმალს არ სძინებავის,ერთ კვირას ხირჩლას თოფის წვერზეალ ჰკიდებავის...ბოლოს მტერს მაინც უმძლაბრებავ, —ციხის კარებ ჩამაუნგრებავ,ბეჩავ ხირჩლასაც ტყვია-წამალ გასთავებივას,მშველელ კი სოფლად აღარავინ ყოფილ...მაშინ ხირჩლუა თავის ცოლ-შვილს მიჰბრუნებივას:— მოდივ, დიაცო,ეგ ბალღებიც აქ მამიყვანევ,რა ვქნათავ? რაივ?ღმერთ-სალოცავმამ ესრე ინებავ,რა ჩვენ ბრალიავ!..მეაც აღარა შამიძლავავ,მეტ ძალ არ მაქვავ,თქვენს თავს მტრის ხელშიცოცხალ თავით ვერ ჩავაგდებავ,მე თქვენ ცოდვას ვერ დავიდებავ...რა ვი, ეგენივ, ურჯულონივ,რასრა გიზმენავ?იქნებ ნამუსიც აგხადანავ,თავ მაგჭრანავ, გაგვამასხრანავ,რა პასუხ გავსცავ თემ-სოფელსავ, —თავის ცოლ-შვილს ვერ მაუარავ!...ან შენს მამისსახლს როგორ ვეჩვენავ? —ქალ მაგეცითავ,შენ კი ნამუს ვერ შაუნახევ,საქვეყნოდ ყველა შაგვარცხვინევ,ვერ ივაჟკაცევ!..ამ ბალღებსაც არვინ იცისავ,რას უქმენავ?იქნება რჯულიც შაუცვალანავ,ხევსურთა მტრებად გაზარდანავ,წინაპრების საფლავებიც ათხრევინანავ,არავ, მაგასავ ვერ ვიზამავ,სხვა გზას მავსძებნივ...სჯობავ, აქითავ, ყველანივ ცაში წავიდათავ,ჩვენ მამა-პაპათსახელიანებ მიუვიდათავ, —უთქვამ ხირჩლუას დიაცისადდა უფსკრულშიცოლ-შვილთან ერთად გადაფრენილას...