პოეზია · ლირიკა
რეზიუმე
მოდი, ცხოვრება შევაჯამოთ -თუმცა, არც ისე ადვილია!ხორცი, რომელიც შეიჭამა,სისხლი, რომელიც დაილია,ფეხი, რომელიც წამოვკარით,ხელი, რომელიც ჩავიქნიეთ,გრძნობა, რომელიც ამოვკირეთ,ეჭვი: "არ გვახსოვს"... "არ გვიქნია"...ყველა მოშლილი პარაპეტი,ყველა შებღალვა სამარეთა,და არც ნაკლები და არც მეტი -მზერა, რომელიც ავარიდეთ...სიტყვა, რომელიც ვერ დავძარით,ხმალი, ხელიდან განაგდები,ყველა საყდარი და ტაძარი,შეჩვენება და ანათემა.მიწა, რომელიც მივაყარეთზეცას, დაცემით შესაშური...ჯვარი, რომელზეც მივაკარითღმერთი, სახელად იეშუა.მამა, რომლიც აღარც ვიცით...დედა, რომელიც - უანგაროდ!შვილი, რომელიც გავასხვისეთ,ცოლი, რომელიც უარვყავით -სუფთა ფურცელზე ჩამოვწეროთ,უნდა სულ რაღაც ათი წუთი...გამოვითვალოთ ქვეშმიწერითყველა კუთხე და აზიმუტი,სადაც ცხოვრებამ გადაგვხარა(მაინც დარჩება ფარატინად!)და საუკუნის გასაყარზე,როგორც მეფე და პალადინი,შევდგეთ წარსულის შეჯამებით -თუმცა, არც ისე ადვილია! -ხორცით, რომელიც შეიჭამა,სისხლით, რომელიც დაილია...