↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩოლოყაშვილის რაზმელებს

ხელაშვილი მიხა

2026-07-181 წთ საკითხავი1600 ნახვა

—
მაღალი ღმერთი გწყალობდეთ,ჩვენი ლაშარის ჯვარია,წინათაც ეგრე იბრძოდნენ,ის ჩვენი წინაპარნია.გაიმარჯვიან მტერთანა,ცუდად არ დარჩის ცდანია.წაეკიდიან, სძლივიან მცირეთა უთვალავნია.თქვენც მათი მიმბაძავი ხართ,თუმც ახლა დრონი სხვანია,თქვენც გაიმარჯვებთ ბრძოლებში,თქვენც გაქვთ დიდების გზანია.სიკვდილზე არავინ ფიქრობს,ყველა იქ მიმავალია.მოვკვდებით, ღია დაგვხვდებასასუფეველის კარია.იქ მიგვიღებენ, სადაცაგმირთა სავანე არია,იქ იქნებიან ქართველნი,ვინც სამშობლოსთვისს მკვდარია.ემაგის მალექსებელიფშავში ფშაველთა გვარია,იქაური ვარ, საცა დგაგოდერძათ ნაციხარია.
ხელაშვილი მიხა

ხელაშვილი მიხა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი