პოეზია · ლირიკა
იესო ქრისტესათვის
ღმერთო, მარად ხარ დიდებითზეცაში განსვენებული,თვალით ხილული ყოველიარს შენგან აღშენებული.ზეცაში ქერუბიმთ მთაზეზიხარ შენ განსვენებული...შენ შეჰქმენ კაცი, დაჰბადე,ჰყავ თავისუფლად რებული,ეშმაკი შურით აღივსო,ბოროტად განძვინებული,ადამ შემცდარმა იმისგანჰრყო ღმერთი გარისხებული,და შენ განსდევნე სამოთხითრისხვითა შეჩვენებული.და ჩვენ ჯოჯოხეთს ვმონებდითიმ ადამსთანით წყებული,მაგრამ გახსონდა თვის ქმნილნიარ გყვანდით დავიწყებულნი;და გვიხსნეს ბოლოს მაცხოვარმტრისაგან შავიწრებული.ახლა გვაკმარე ტანჯულთადიდი ხნის გასაჭირია,და მტერთა ჩვენთა მტანჯველთაარ შეარჩინე მცირია,ქვეყნად გადმოხედ უთესლოდ,ძე გახდი კაცთა შვილია,ვითარცა კაცი იზარდე,ჩვენს წესებს ემორჩილია...უწიგნონ აწიგნიანენ,მიეც სამოთხის წილია.ამ ქვეყნად ყოვლად მართალო,თავ ჩვენთვის გაიწირია.შენისა ძალით მკვდარნ აღსდგეს,ბრმას თვალებ აუხილია,ზღვაზე, ვით ხმელზე, მავალიმასშინ არ დაიძირია...შენ ჩვენსა დამზადებელსაბევრი შეგწამეთ ცილია;ბოლოს სამსხვერპლო კრავ იქენსიმართლეს შეეწირია,შიშველი აღვედ ჯვარზედალახვრითა განიგმირია.შეიძრა შენსა სიკვდილზემთელ დედამიწის ძირია,შენის სიკვდილის მნახველიმზე შავად იქმნა მზირია.დიდება შენ ძალს, უფალო,სამყარო გააკვირია,ნუ შემიცოდებ, ბევრს ბოდავსჩემი ცოდვილი პირია.