↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბინდისფერია სოფელი

ხელაშვილი მიხა

2008-05-121 წთ საკითხავი1659 ნახვა

—
ბინდისფერია სოფელი,უფრო და უფრო ბინდდება,წარმავალია ნათელი,სულ მოსაჩვენრად ბრწყინდება,რა არის ჩვენი სიცოცხლე,ჩიტივით გაგვიფრინდება,ჩვენს ნასახლარზე ოდესმებალახი აბიბინდება...იმასაც მოკლედ უვლია,გრძლად ვინც გვეგონა იარა,ნათელს ბნელი სჭამს, ვარდს ჭია,კაცის გულს ჯავრის იარამოვა სიკვდილი უჩინო,ერთ წამში აგვყრის იარაღს,ჩვენ რას წავიღებთ აქედან,სხვას არა წაუღია რა!...
ხელაშვილი მიხა

ხელაშვილი მიხა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი