პოეზია · ლირიკა
დედის სიკვდილზედ
სინათლის სხივი გამიქრა,ბნელით მაიცო მიწაო,სისხლით და ცოდვით აივსომხარეო არაგვისაო;გეწია ფშავის არეო,დროება წინა ჟმისაო,როდესაც დედის კალთაზეხანჯლით აკლავდნენ შვილსაო.შორს მიდიოდა ტყვიაისალეკო ბილიკისაო,იხოცებოდა მრავალი,კრებოდა შუქი მზისაო.ხან კი გადავდის კაცის ძედასამარხავად მკვდრისაო.მაგრამ არ იყო ანდერძიმოკვლაი დიაცისაო.ეხლა აღარვის სცხვენია,აღარც ხათრი აქცთ ხვთისაო,ჩემ სამუქრაოდ მოდიანყმები ლაშარის ჯვრისაო,არვისთვის რა მიწყენია,ნეტა რა ჯავრი სჭირდაო?ღმერთმა ხომ იცის,ფშავშია ვცხოვრობდი სინდისითაო.ქურდობით არ ვაწუხებდი,არც არავისა ცრცვითაო.დედა მამიკლეს მოხუცი,სამოც-ოთხმოცი წლისაო,ავადმყოფ მოკლეს, დედაო,შაჰბრალდი აღარვისაო,ფშავლები გბანენ სისხლითაცრემლით დაბანილ პირსაო.რო დაგკრეს, დაიკვნესებდი,დაინატრებდი შვილსაო!მაშინ სად ვიყავ თავმკვდარი,როცა შენ გაგიჭირდაო...რად მინდა ქუდი თავზედაან თოფს რაადა ვზიდაო?!ან გავლა ვაჟკაცურადა,იმედი მაუზრისაო?!მამკლავსა თავის დედისასრცხვენოდეს ფშავლის შვილსაო;მტერიც არ შამხვდა მტრისფერი,მყოფილვარ შავი დღისაო.შინაურების დათოფვაარ ეკადრების გმირსაო!