↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წყალს იქით რომ ერთი სახლია

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95265 ნახვა

—
ციკლიდან „ეპოქა“
დავბრუნდეთ ხანდახან ალვებთან.ჩვენს თვალწინ იგივე ველია,სადაც ჩვენ ოდესმე ვმღეროდით:დელია, დელია, დელია.
წყალს იქით რომ ერთი სახლიადა მთების მაღალი ყელია,ის, ასე მგონია, ახლოა -დელია, დელია, დელია!
ლიხს იქით რომ ერთი ალია,- ანთია, მზესავით მწველია,ჩვენ დილას ვეძახით ალიონს,დელია, დელია, დელია!
1928
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი