↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წუთი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
ჟამთა ცეცხლით განწმენდილი, ფრთასუბუქი, ფრთასათუთი,მოელვარე ცის კიდურში გამიტაცებს ხოლმე წუთი.
მავიწყდება ამ დროს ღმერთი, წუთს ვუმონებ გულის ძგერას,რადგან ღმერთი ჩემშივეა და მევე ვქმნი ბედისწერას.
წუთი მაძლევს აღმაფრენას, მაგრამ წუთი თუ გამწირავს -დამიმონებს, გულს გაგმირავს, ძირს ჩამითრევს და დამძირავს,
მიწიდანაც ტყვეყოფილი თვალს ვადევნებ ვარსკვლავთ რბენასდა მაშინაც წუთში ვეძებ საოცნებო აღმაფრენას.
და, როდესაც მე ბედს ველი, გრიგალივით მოგუგუნეს -ლოდინშიაც წუთს მივყვები და მივყვები საუკუნეს!
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი