↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წუთი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2012-04-131 წთ საკითხავი98910 ნახვა

—
ჟამთა ცეცხლით განწმენდილი, ფრთა-სუბუქი, ფრთა-სათუთი,მოელვარე ცის კიდურში გამიტაცებს ხოლმე წუთი.მავიწყდება ამ დროს ღმერთი, წუთს ვუმონებ გულის ძგერას,რადგან ღმერთი ჩემშივეა და მევე ვქმნი ბედისწერას.წუთი მაძლევს აღმაფრენას, მაგრამ წუთი თუ გამწირავს, -დამიმონებს, გულს გაგმირავს, ძირს ჩამითრევს და დამძირავს,მიწიდანაც ტყვე-ყოფილი თვალს ვადევნებ ვარსკვლავთ რბენასდა მაშინაც წუთში ვეძებ საოცნებო აღმაფრენას.და როდესაც მე ბედს ველი გრიგალივით მოგუგუნეს, -ლოდინშიაც წუთს მივყვები და მივყვები საუკუნეს!
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი