↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წიწამურში რომ მოჰკლეს ილია

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95267 ნახვა

—
წიწამურში რომ მოჰკლეს ილია,მაშინ ეპოქა გათავდა დიდი,ძველი სიმღერა და იდილია.ფანტასტიური გამოჩნდა ხიდი.მოჰქონდათ წინათ პასტორალები,ბაღთა მნათობით გადამთოვრება,როგორ ოხრავდნენ მათზე ქალები,რა მშვიდი იყო მათი ცხოვრება.დრო იყო: ომით აუსახველი.დღეებს იმედი ესაკიდება.რა მძლავრად ქუხდა მათი სახელი,რა დიდი იყო მათი დიდება.დადგა ცხრაას რვა, ახალი ლანდი.ჩემთვის სიზმრებში უცნობია ჯერახალი წვიმა, ქარი, დალანდიდა მთელი ხანა წიგნის: „Crâne aux fleurs“.
1920
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი