↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წიწამურში რომ მოკლეს ილია

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2012-09-121 წთ საკითხავი106452 ნახვა

—
წიწამურში რომ მოკლეს ილია,მაშინ ეპოქა გათავდა დიდი,ძველი სიმღერა და იდილია.ფანტასტიური გამოჩნდა ხიდი.
მოჰქონდათ წინათ პასტორალები,ბაღთა მნათობით გადამთოვრება,როგორ ოხრავენ მათზე ქალები,რა მშვიდი იყო მათი ცხოვრება.
დრო იყო: ომით აუსახველი.დღეებს იმედი ესაკიდება.რა მძლავრად ქუხდა მათი სახელი,რა დიდი იყო მათი დიდება,
დადგა ცხრაას რვა, ახალი ლანდი,ჩემთვის სიზმრებში უცნობია ჯერახალი წვიმა, ქარი, “დალანდი”და მთელი ხანა წიგნის: “Crain aux fleurs.”
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი