↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უდიადესი თუ რაიმე მოვა ხმელეთზე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95269 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
ძვირფასი,უკანასკნელი და პირველი!რევოლუციას -არა კატასტროფას!არის კი რამე უფრო მძლავრიდა ჩამკირველი?არარა! არასდროს!თანდათან ძლიერდებიანყველა ქვეყნიური ხმები,მალე გამეფდება კოსმიურიგრიგალის თქმები.მაშინ სულერთია,თუ როგორ მიდიანამ გავარვარებულიდღეებისა და ღამეების ვედრება,დილა და საღამო. ლოდინი დიდიამსოფლიო გაღვიძების,ახალი შეხვედრის.კაცობრიობის ისტორიაშეგნებულად გიგონებს შენწლების მილიარდობითქართლის ცხოვრებაშიცბევრია ქიმერა,და ბევრი სწორია:მართლაც რომსისხლითაა მორწყულიყოველი ფართობი.რევოლუცია!შენ, რომელიცგიგანტიური ნამსხვრევებისყორედ აქცევძველთა მქისობას,რევოლუცია!შენ, რომელიცახალი ბრძოლისგზით მიაქცევმარადისობას.გკითხავ:არის რამ განაქვეყანაზეუგულწრფელესი,რომ გაისმოდეს:უცებ რისხვა დარევა უცება...უდიადესი თუ რაიმემოვა ხმელეთზევინემ ძახილი:მსოფლიორევოლუცია!
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი