↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პოეტი და მასა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-132 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
სოხუმი. სარკმელშიმზის ჩასვლა სანატრი.ადრეა, ხალხით კისავსეა თეატრი.
და წამით სხვა მხარესმივყავარ სხვა ნისლში:სულ ათი წლის წინათ,მე მახსოვს, პარიზში
უცვლელად საერთოისმოდა ჩივილი:ეს არის ჩვენი ხმადა გულისტკივილი -
მგოსნის და მასებისმწუხარე გათიშვა:წიგნები რად გვინდა,თეატრი რად იშვა.
ამაოდ აგებენმშვენიერ თეატრებს,ქუდი რომ შეუგდონ,კაცს ვერვინ შეათრევს.
ამაოდ აწყვიაყდა კარგი წიგნების,მნატვრელი ვინააიმათი მიგნების.
ვინაც ჰქმნის კულტურისრაიმე შვენებას,იგი ხალხს გაურბის,ვით სასტიკ ჩვენებას.
და ხალხიც: რა გვნახეთ,რა მათი საფერი?ეს ხომ გათიშვაადა სხვა არაფერი.
პოეტის გზა ხალხთანარაა ადვილი,არ არის შეხვედრისსაერთო ადგილი.
ინგლისში ქურდებისაყვავდა რომანი,პარიზში (ამაზესწუხდა ლენორმანი).
არსებობს შეძლებულწრეების ფართობი -თეატრი სჭირდებათ,როგორც გასართობი.
ეს არის მაძღართაუგულო სკეპსისი,მაგრამ თუ ასეა,ვისია მერმისი?
და მძლავრი ხმა ისმის:მასების, მასების!იქ დიდი კულტურისწყურვილი არსებობს.
„წავიდეთ!.. დიადიგვექნება მგზავრობა:თუ ხალხის ამ მხარესარ იცნობს მთავრობა,
ცენზურა სასტიკი,ცხადი ან ფარული -ჩვენ გვიცდის შეხვედრისდიდი სიხარული:
ჩვენ გავგლეჯთ საზიზღარეკლიან მავთულებს,გულწრფელად ჩვენს მისვლასხალხთან რომ ართულებს“.
და მართლაც, მიდიან...რამდენი ხანია...და რომ ვერ მივიდნენ -ეს დასანანია.
სოხუმი. სარკმელშიმზის ჩასვლა სანატრი.ადრეა, ხალხით კისავსეა თეატრი...
აქ ვერვის ვერ ნახავთსხვა ფიქრით მოარეს,მაშ: ფარდა ასწიეთ,დავიწყოთ, დრო არის!
1940
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი