↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პოემა ვეფხვისა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-134 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
აქ დასიცხული თვლემით გრძნობენ ვეფხვთა სიარულს,თითქო ცეცხლში ხარ და განწირულ სიტყვას ჰკიოდე:ცას, დედამიწას, ღვთაებრივს და ადამიანურს„ვეფხისტყაოსნის" სტრიქონებში ვხედავ არეულს.
ვით სულდგმულები, ირევიან მცენარეები,ვეფხვი მოქმედობს ლმობიერი და თან მრისხანე.ხან მნგრეველების არის ყრილობა:იფეთქა ცეცხლმა, იბუგება მთელი ქვეყანა -ზეცით სიცივე და გულგრილობავის სურდა ქვეყნად ჩამოეყვანა?
შეხედეთ: ქვებიც გადმომსხდარან მოსმენად მშვიდი;მშვიდი სამუმი - მათრობელი, მშვიდი ჭავლეთი;აქ ძველი არის ყველაფერი, როგორც სანსკრიტი,მაგრამ ახალი მუდამ, როგორც აღმოსავლეთი.ასეთ ოცნებას ხსნა არ მოელის,სიმღერა აღარ იგრძნობს დასასრულს.დაცხრება სული უდაბნოელის,გულცივი ზეცა რომ გადასაზროს.
კიდევ გადავა საუკუნეთ მღვრიე მრავლობა.მაჲა, დედა მსოფლიოს, მოირხევს დღეებს,შთამომავლობას მოეცლება შთამომავლობა,როგორც ფოთლები გიგანტიურ, უძველეს ხეებს.ქარმა ველებზე ძნები დაშალადა მიმოფანტა ქვეყნის კიდეზე:შევუნთოთ ცეცხლი, რომ იგი ალიიყოს უვრცესი და უდიდესი!
ან ისევ სამხრეთ-დასავლეთით წავლენ ზენდები,ან ისევ სამხრეთ-აღმოსავლეთსინდოთა ჩანგი,იქ, სადაც თვალწინ გაიშლება ხეობა ინდის,სადაც პენჯაბის ხეობიდან ხმაურობს განგი,გადაიშლება კვამლი მხუთარიდა გადიქცევა მზის ვუალებად,შემდეგ იფეთქებს, რომ საკუთარიქნარს მისცეს სუნთქვის საშუალება.
მოვარდნილ ღვართქაფს ვერ დაიჭერს მსუბუქი თალხითზეციდან მსვლელი ჰიმალაის მწვერვალთა გზები,შთაჭრილი უფსკრულს, რომ გარეცხოს თავისი ტალღითსამოც ათასი მეომარის დაღლილი ძვლები.ავა ზეცამდე - და შეეხებაიქ, ლაჟვარდებში რომ გემებია.აჰა, ალისფერ ნაღმით შეღება,თითქო ის ცეცხლიც უგემებია.
ტროპიკის სიცხე. სიყვარული ლაკედემონის.მეგობარს კიდევ მეგობარი შეურჩენია.შრიალებს ფრთები ელადათა სიბრძნის დემონის,ძველი ეგვიპტის აქ ხმიანებს მძლავრი გენია.ხმათ აიაზმის ნელი პკურება...ისარი გულზე ვის არა სოდეს?იყო მრავალი განადგურება,ლექსთა სიკვდილი კი - არასოდეს.
ომებში ლომი - ნახტომიდან შამბის არშიით,ტაიჭნი ჰქრიან, როგორც მძაფრი ისრები ქარში,მაგრამ ხანდახან დაუნდობელ გრძნობებზე სტირისელეგიური დღე იზისის და ოზირისის.
აი, უდაბნო არაბეთის. დაიფარავდაუხსოვარ დროით ოაზისებს ძველი ტომები,ძლიერი, გამძლე და ამაყი ტომი არაბთა,მხურვალე ზეცის და ოცნების ქვეშევრდომები.დაე, მინდვრები ცეცხლმა გადახრას.იგი მომავალს ძლიერს მოიტანს.დრო ხედავს ახალ გზისკენ გადახრას,სიცოცხლეს ახალ მიდამოიდან.
მას რაინდული ჰქონდა სული, სავსე ანთებით,ლაშქართ მრავალი აღტაცება მისდევდა თანა,საგანძურებში დაგროვილი ფოლიანტებით,სადაც იწოდა პოეზიით მდიდარი ხანა.რაც ამ ხანაში არის მთავარიდა რაც ყველაზე უფრო შორია,ეს: გადამრჩენი წვიმას ყავარი,რითიც იფარავს ძველს ისტორია.
გაფრინდნენ თვალწინ უდაბნოთა ბედუინებიდა ქალაქების სიმდიდრენი გაჰკრთნენ ზმორებით,თავისუფალი და დანარჩენ კაცობრიობასდაშორებული თვალუწვდენი ქვიშის მორევით.ახალ მხარეთა გაჩნდა სახელი,მან არ წაშალა იმ ხმათა დარგი,მუდამ ყველაზე უფრო ახალიდა უფრო კარგი.
თუ აქლემების ქარავნები და ცხვრების ჯოგი,რომლის მახლობლად იშენებენ მშვენიერ კარვებს,თუ სიმამაცე და ლანდები სტუმართმოყვარე,დამავალი დღე ესალმება საღამოს ქარვებს,შემდეგ ქარცეცხლი, შემდეგ შერყევა.და პოეზია იქცა ერთ ელვად.საკმარისია ქაოსის შერხევა -იფეთქებს ერთხელვე.
დავლიოთ ჩვენ იმ კარგი დროის შესანდობარი,ოდეს პოეტი იყო არა მარტო პოეტი:პოეტი იყო ბედუინი და მეომარი,პოეტი იყო მოსამართლე და უფრო მეტი -იყო გრიგალი, იყო შერყევა,იყო მსოფლიო ძალა - უგეში.მისთვის არ იყო რამ შეფერხება -იგი უყვარდათ, როგორც ნუგეში.
„ვეფხისტყაოსანს" შეინახავს აღმოსავლეთი,პერგამენტების შეინახავს ჩრდილი კეთილი,პალმის ფოთლებზე დაწერილი სისხლიან ცრემლით,ან სპილოს ძვალზე სასოებით ამოკვეთილიგადაშორდება დღეებს მტვერიანს,გადაშორდება დროთა ბანაკებს,მას მომავლიდან კვლავ უცქერიან -რა სხვა დიდება უამხანაგებს.
რუსთაველს მოჰყვა სიხარული დაუთრგუნავი,მას შეუძლია ცა გადაჰკალოს.საუკუნეთა ტყეებს იქით მოჩანს ბუნაგი:იქ ესალმება შუქი ნათელს ზოდიაკალურს.
ასე მგონია: ეს იმედი მას მოასწავებს,რომ სულ შემთხვევით ჩამარხულებს და ჩაკალულებსჩვენ აღმოვაჩენთ ძველი დროის ძველ წიგნთსაცავებს,ომიანობის გამო სადმე გადამალულებს.
1926
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი