↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საღვთომან ნისლმან

ბაკურაძე შალვა

2016-01-161 წთ საკითხავი818 ნახვა

—
გზამ დაიფაროს ყველა მგზავრი,გზამ აზიაროს მოკლულები,გზამ ამიხილოს გულიამ სიმღერაში, რომლისთვისაცსამ უკანასკნელ შუაღამესგარს უშედეგოდ ვუვლი.
ზღვამ გამიმხილოს მარილი დაამ მიწიანი ლაყუჩებითკვლავ ამამღეროს შენთვის,რომ შენი ხელი კიდევ ერთხელ,რომ შენთან ყოფნა კიდევ დიდხანს,სხვა არაფერი მეტი.
აქ ყველაფერი შენითაა,აქ ყველა ძილი შენთვის მღვიძავსდა უფრო ვხვდები,მენდეთუ ეს სიტყვები დღევანდლამდეუ ერთმანეთოდ, როგორ ძლებდნენ,რას ელოდნენ და ძლებდნენ.
ძლებს ჩემი ხსოვნაც ომგამოვლილძვლებ გადამტვრეულ მეგობრებად,წლებ გადახოტრილ ბავშვად,რომ ჩემი ლოცვა სიყვარულიმათ დაუვიწყარ სახეებადამ სიმღერაში ჩავსვა.
ვსვა შენი წყალი სერობებზე,ვსვა შენი ღვინო ონკანიდან,სხვას ვეღარავის ვანდო,ეს ეჭვით სავსე გულისჯიბე,მტვრით გაჟღენთილი პერანგი დამზით გაცრეცილი მანტო.
რომ ყველაფერი დაგავიწყო,რომ ყველაფერი მაპატიო,რომ შეჩურთული სადმებნელ კარადაში მიპოვნო დაფრთა სახელოში გამიყარო,ტანთ ჩამიცვა და გავთბე.

ბაკურაძე შალვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი