პოეზია · ლირიკა
უძილობა
ვერ მოვხუჭე თვალი წუხელ, -ავედევნე ღრუბლის ნახევს,აღარც ღმერთი შევაწუხე,აღარც სულდგმულს დავენახვე...
ვიტრიალე, როგორც კაბდომ,რომ მოთენდა, როს იალა,გულმა გარეთ გამომაგდო,გულმა ამახეტიალა.
ახლა ვდგავარ სანაპიროს,სადაც ერთხელ ვიდექ ოცის...ავი რომ არ დავაპირო,ქარი მცემს და წვიმა მკოცნის...