პოეზია · ლირიკა
სიმძიმილი
ნოდარ ქავთარაძის ხსოვნისადმი
უძლეველია დღე დღევანდელი.სრულდება წესი./მე, ვით უცხოს ისე ჩაგივლი/.ახლა ღიაა ყველა კარიდა დახურული ყველა ფანჯარადა სულ სხვას ნიშნავსდღეს ამდენი ერთად ყვავილი...ქუჩაში გასულსუცნაურად მომეჩვენება,რომ ვიღაცასსიცილი და სიმღერა უნდა,რომ ნათურებთანირევიან უქმი მწერებიდა დახლთან კაციარაყს სვამს დანელა თვლის ხურდას...მოვა ზაფხული,ისევ გავლენ ნავები ზღვაში,როგორც უვლია,ეს ქვეყანა ისევე ივლის...მხოლოდ ჩვენს გულებს,ვით სამარეს, სიმძიმე ჩაშლის,რადგანაც გული სამარეა,სამარე თბილი...1966