პოეზია · ლირიკა
* * * შავი სხეულით ლირიკა დამაქვს (მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე)
შავი სხეულით ლირიკა დამაქვს,ამაღლებულზე ვკამათობ ხშირად,და ყავა რომ არ გადმომიდუღდეს,ვაქრობ მორჩილად.ციური მღერა, მარადი ღამე -ვცხოვრობ ზეცაში, ვარსკვლავებს ვაქრობ.მოკლედ ვთქვა, არის სულ ჩემი ნება -შაქრით, უშაქროდ.
მეტაფიზიკურ ამბების ფონზეჩააქრე ცეცხლი ნელი, მბჟუტავი.და შეეჩვიე ბნელს და სიჩუმეს,ბნელს და სიჩუმეს დაუდე ზავი.ნელა გაუშვი საპნის ბუშტებიდა მოიკრიბე დღითიდღე ძალა.აივსება და გადმოიღვრება -ლექსად, თუ მოგეძალა.