↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დარო ზურაბიშვილს

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2025-04-131 წთ საკითხავი12783 ნახვა

—
(ალბომში ჩაწერილი)
ლამაზს ქალს ლამაზი აზრის ტარება აქცევს ღმერთადა, -შენი ნათქვამის ქართულით მაამე მეტისმეტადა!ნეტავ, სულ ეგრე გაუბნა, როცა ვიქნებით ერთადა:მოკლულს, ბნელს გულსა ნათელი თავს დაადგება სვეტადა.ვცოცხლდები, აწმყოს ბეჩავსა მე ვცნობ მომავლის ბედადა,ხელში ავიღებ ჩონგურსა ლექსების დასაბღერტადა. –ვლოცულობ ნამდვილ ქართველს ქალს ცა-ხმელთ მფლობელთან ერთადა...
1913
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი