პოეზია · ლირიკა
დევების ქორწილი
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
ღამით ცა ჰქუხდა, გრგვინავდა,მთებს მოედრიკათ თავიო.ტყეს გასდიოდა ფოთოლი,ზღვა ბობოქარობს შავიო.დევებსა აქვის ქორწილი,დიდი დარბაზი ზრიალებს.მეც დამპატიჟეს, შევედი, -რა მქისე სუნი ტრიალებს?!სამ პირად ცეცხლი დაენთოთ,ზედ სამი ქვაბი შხიოდა,სტუმრების წინა ხონჩებზედკაცის თავ-ფეხი დიოდა.უკვენას ყურეშიითაკვნესის ხმა გამოდიოდა:“ძმის ხორცი როგორა ვსჭამო?!” -ყმა ვინმე გამოჰკიოდა.უსმელ-უჭმელად გავსძეხი,ყელშიაც ამომდიოდა.